გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

შალვა პაპუაშვილი: მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში

23-10-2024

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ე.წ. მედია ქართველების უმრავლესობას მტრად აცხადებს. საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ამაზე ევროკავშირის საელჩოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ერთ-ერთი ბანერის ფოტოს აქვეყნებს.


პაპუაშვილის თქმით, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე და ამ სამარცხვინო სექტას პასუხი გასცეს.


„ყველამ უნდა დავხედოთ ამ ფოტოს. ყველა დავფიქრდეთ იმაზე, რას დაამსგავსეს საკუთარი თავები.


მშვიდობას ომი ამჯობინეს, ევროპის სახელით და დროშით კი, ტერორს უდგანან სათავეში.


მტრად გამოაცხადებენ კი არა, ყველას სათითაოდ გაჟუჟავენ, ამათ რომ ხელისუფლება ჩაუვარდეთ ხელში.


ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ამ სამარცხვინო სექტას გავცეთ გადამწყვეტი პასუხი“, - წერს პაპუაშვილი.