გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2019 წელს ქუთაისის მერიის შენობა შშმ პირებზე სრულად იქნება ადაპტირებული

1-11-2018

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2019 წელს მერიის შენობა შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის იქნება ადაპტირებული. მერიის ცნობით, ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ არქიტექტორ მაკა შელეკიძესთან ერთად შენობა დაათვალიერა და ტექნიკური დავალების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.


მერიის განცხადებაში წერია, რომ წლის ბოლოს ქუთაისის მერიას გადაეცემა მზა ტექნიკური დავალება, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის ადაპტირება მოხდება. პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.


ამასთან, მერიაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ასახულია ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში, რომლის თანახამადაც ქუთაისის მუნიციპალიტეტში შშმ პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით მოხდება ადმინისტრაციული შენობის სრულყოფილი ადაპტირება შშმ პირთა მოთხოვნების შესაბამისად. საკითხზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა USAID კარგი მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამასთან ერთად და შემუშავდება შენობის ადაპტაციისთვის საჭირო ტექნიკური დავალება. უნივერსალური დიზაინის ფარგლებში შენობის ადაპტირების შესაძლებლობებს ექსპერტი შეიმუშავებს.


imedinews.ge