გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე „პოლიტიკოს" სტატიაზე: სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს - კაცს აქვს სამი მილიარდი დახარჯული მეცენატობაზე და ქველმოქმედებაზე

24-10-2024

სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გამოცემა „პოლიტიკოს" სტატიის შესახებ განუცხადა.


პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილს მარტო სამი მილიარდი დახარჯული აქვს ქველმოქმედებაზე ქვეყნისთვის და ხალხისთვის.


„კაცი არის, რომელსაც მარტო სამი მილიარდი დახარჯული აქვს ქველმოქმედებაზე ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის. რა იყიდა, კაცს აქვს სამი მილიარდი დახარჯული მეცენატობაზე და ქველმოქმედებაზე. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს", - განაცხადა პრემიერმა.