გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება

25-10-2024

გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.


ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს ომის პირობების გარემოცვაში ყოფნა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყანას რთულ მდგომარეობაში აყენებს.


„რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. მაგრამ ვიმეორებ, რომ, გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება", - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.