გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოთარ შამუგია: დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, ევროპულ მომავალს

26-10-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია თბილისის მე-9 საარჩევნო ოლქში გააკეთა. მინისტრის განცხადებით მან ქვეყნის მშვიდობიან წინსვლას მისცა ხმა.


„დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნებია. დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ამ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, ევროპულ მომავალს. ვფიქრობ რომ სწორად ასეთ არჩევანს გააკეთებს ჩვენი ხალხი და საქართველო აუცილებლად გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას’’, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.