გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მდინარაძე ოპოზიციაზე: ისინი ქმნიან პარალელურ სამყაროს, პარალელურ ილუზიას, რომელი პარალელური სამყაროც დღეს განსაკუთრებით ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო

26-10-2024

ისინი ქმნიან პარალელურ სამყაროს, პარალელურ ილუზიას, რომელი პარალელური სამყაროც დღეს განსაკუთრებით ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, აბსოლუტურად სხვა რამ ხდებოდა 3 ათასზე მეტ უბანზე და რამდენიმე ერთეულ უბანზე ხდებოდა აბსოლუტური ქაოსი.


„ანუ მათ, ყველაზე ძალიან რომ მოგინდეს პირის მოწმენდა, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე მათთვის, უნდა თქვა ალბათ, რომ აბა რა უნდა ქნან, მაშინ, როდესაც 30 და 35 პროცენტს გვიწერდნენ, რა უნდა თქვან ახლა, მინიმუმ 20%-ს ვიტყუებოდითო? ამაზე ხომ ვლაპარაკობდით, დღესაც ხომ ვთქვი ბრიფინგზე, გუშინაც სტატუსი დავწერე, შეგიძლიათ იხილოთ ჩემი გუშინდელი სტატუსი.


გარდა ამისა, ისინი ქმნიან პარალელურ სამყაროს, პარალელურ ილუზიას, რომელი პარალელური სამყაროც დღეს განსაკუთრებით ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო. აბსოლუტურად სხვა რამ ხდებოდა 3 ათას, რა ვიცი, 95 უბანზე და რამდენიმე ერთეულ უბანზე ხდებოდა აბსოლუტური ქაოსი.


წარმოიდგინეთ, იმდენად, რამდენადაც, რომ მათი ზონდერბრიგადები მიდიოდნენ ზუსტად იქ, სადაც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ჟურნალისტები, მაინცდამაინც იქ ტყდებოდა ჩხუბი“, - აღნიშნა  მდინარაძემ.