გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: ჯარზე და პოლიციაზე ზრუნვა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ჩვენი ჯარი და სამართალდამცავი უწყებები ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია

28-10-2024

ჯარზე და პოლიციაზე ზრუნვა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ჩვენი ჯარი და სამართალდამცავი უწყებები ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ხელისუფლების ვალია განსაკუთრებულად იზრუნოს ჯარსა და პოლიციაზე.


„ჩვენი ვალია განსაკუთრებული ზრუნვა როგორც ჯარის, პოლიციის, სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარებაზე, ისე თითოეული ჯარისკაცის, პოლიციელის, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, სახელმწიფო დაცვის, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ინტერესების რეალიზებასა და მათი ღვაწლის დაფასებაზე. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში გავაკეთებთ,"- განაცხადა პრემიერმა.