გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ვიქტორ ორბანი: არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ

29-10-2024

უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და ომში ჩართვა.


„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართ. უნგრეთშიც ასეა"- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.