გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

შალვა პაპუაშვილი: მთავარი, რაც ეუთო/ოდირის მხრიდან ითქვა, ეს არის ის, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება

29-10-2024

მთავარი, რაც ეუთო/ოდირის მხრიდან ითქვა, ეს არის ის, რომ არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და ამ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ის გზა, რასაც საზოგადოებას დაჰპირდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


„ეს არის ერთადერთი დასკვნა, რომელიც რელევანტურია. სხვა დანარჩენი, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გვესმის, ეს არის პოლიტიკური განცხადებები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


მისი თქმით, ამ არჩევნებში არა მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიცია, არამედ მათი უცხოური მფარველებიც დამარცხდნენ.


„მათ იმედი ჰქონდათ, რომ „ნაცები“ გაიმარჯვებდნენ, მოვიდოდა „ნაციონალური მოძრაობის“ კლანი და სააკაშვილს გაათავისუფლებდა. დამარცხდნენ ეს უცხოელები და ამაზე ახლა გაბრაზებულები არიან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.