გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გია აბაშიძე: თაღლითი ხაზარაძის მინიონები ცესკოსგან მოითხოვენ, „აღიაროს“ ე.წ. გაყალბების სქემა, თორემ რაღაც „შავ ყუთს“ გახსნიან

29-10-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომლის თქმითაც,„ძლიერი საქართველო“ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მოითხოვს, გაასაჯაროოს ამომრჩეველთა სია, ასევე, მათ შტაბში თავმოყრილია სისტემური დარღვევის ფაქტები და ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით იდენტიფიცირებული აქვთ მიტაცების სქემის „შავით ყუთი“.


ანალიტიკოსის შეფასებით, „თაღლითი ხაზარაძის მინიონები ცესკოსგან მოითხოვენ, „აღიაროს“ ე.წ. გაყალბების სქემა, თორემ რაღაც „შავ ყუთს“ გახსნიან“.


„თაღლითი ხაზარაძის მინიონები ცესკოსგან მოითხოვენ, „აღიაროს“ ე.წ. გაყალბების სქემა, თორემ რაღაც „შავ ყუთს“ გახსნიან. კანტორა „ლელოში“ ე.წ. ერუდიტების სიჭარბეა, არ აქვს მნიშვნელობა ანა ნაცვლიშვილია, საბა ბუაძეა თუ სხვა დასაცინი პერსონაჟი. თანაც კიდევ ერთი თვითგანადგურებული, „რუსული ხორცით“ ნაკვები ანა დოლიძე ირწმუნება, რომ სულ დოქტორები ჰყავთ. დოკუმენტებით, ალბათ, კი, მაგრამ ბრიყვობით, „ზეაკადემიკოსები“ არიან“, - წერს გია აბაშიძე.