გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აკაკი ზოიძე: ჩვენი ინიციატივა ბავშვებში უკიდურეს სიღარიბეს დაამარცხებს

3-11-2018

„ძალიან მნიშვნელოვანია ის ინიციატივა,რომელიც დაამარცხებს უკიდურეს სიღარიბეს ბავშვებში და ყოველი მე-15 ბავშვია ამ მდგომარეობაში სამწუხაროდ და ასეთ ბავშვებს ყოველთვიური დახმარება 50 ლარამდე გაიზრდება“ - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარე კონსულტაციების შემდეგ.


მმართველი პარტია გრძელვადიანი ანალიზისა და მოკლე ვადიანი სოციალური პროგრამის განხორციელებას აანონსებს.


ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით ცვლილებებზე მუშაობა ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე დაიწყო.


„უბრალოდ ჩვენ თავს ვიკავებდით წინასაარჩევნოდ ამის გაჟღერებისგან, რადგან არ მომხდარიყო ის რაც ხდება,როცა ჩვენი ოპონენტები ცდილობენ უაღრესად სასიკეთო ინიციატივების მონათვლას წინასაარჩევნო დაპირებებად. ყველა ჩვენი რეფორმა მიმართულია თითოეული მოქალაქის პირობების გაუმჯობესებისკენ. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა,რომლის მიხედვითაც ადამიანებს,რომლებიც დროებით ან სეზონურ სამუშაოს მიიღებენ შეუნარჩუნდებათ სოციალური შემწეობა, რომ ეს არ იყოს დემოტივატორი და შემაფერხებელი ფაქტორი დასაქმებისა“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი.