გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კურორტ გოდერძზე ზამთრის სეზონის გახსნა ერთი დღით გადაიდო

8-12-2017

ურორტ გოდერძზე ხვალ, 9 დეკემბერს დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა ერთი დღით გადაიდო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და აჭარის მთავრობა გოდერძის სათხილამურო კურორტს კვირას, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე ოფიციალურად გახსნის.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად კურორტის გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიდაესწრებიან.
გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყობა სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები.