გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ

3-11-2024

ჩვენ არ გვაქვს არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, კომუნიკაციისთვის ორი სპეციფიკური ხაზია.


"ჩვენი კომუნიკაცია ძირითადად ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას.


თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამისთვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია", -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.