გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

7 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

4-11-2018

ვერის პარკში აქცია „არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დასრულდა. აქციის მონაწილეები შეკრებას 7 ნოემბერს, „პირველი რესპუბლიკის მოედანზე“ აპირებენ.


როგორც დღევანდელ აქციაზე ითქვა, 7 ნოემბერს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ, თუ როგორი სასტიკი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომლის დაბრუნებაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. ვერის პარკში შეკრებილებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს სალომე ზურაბიშვილს.


ითქვა ისიც, რომ ისინი უკმაყოფილო არიან „ქართული ოცნების“ მმართველობით, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დაშვებულია ბევრი შეცდომა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით „ქართული ოცნება“ დანაშაულებრივი რეჟიმი არ არის.


საზოგადოების ის ჯგუფი, რომელიც დღეს ვერის პარკში შეიკრიბა, აქციების გამართვას საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც აპირებენ. მათივე განცხადებით, დიდი საპროტესტო აქცია არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე გაიმართება.