გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის წამყვან ტუროპერატორებს მასპინძლობს

4-11-2024

საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს ისრაელის 8 ტურისტული კომპანია ეცნობა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ტუროპერატორებისთვის ინფოტური მიმდინარეობს. ტურის ფარგლებში ისრაელის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისრაელელი ტუროპერატორები დაინტერესდნენ საქმიანი ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით.


„ინფოტურის ფარგლებში უცხოელი ტუროპერატორები წინანდალსა და ყვარელს ესტუმრებიან, დაათვალიერებენ საოჯახო მარნებს, სასტუმროებს. სტუმრებისთვის ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართება. ტურის მონაწილეები მცხეთას, მუხრანსა და ბათუმს მოინახულებენ. აჭარაში დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივ ტუროპერატორებთან.“ –აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.