გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს

7-11-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „X"-ში ეხმაურება.


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.


„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში მქონდა ალან ბერსესთან შეხვედრის პატივი. ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ჩვენთვის სასიხარულოა პარტნიორობის გაღრმავება ევროპის საბჭოსთან - წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ასრულებს არსებით როლს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.