გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სალომე ზურაბიშვილი პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

6-11-2018

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილი მიღებას მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

მან საქართველოში პოლონური ინსტიტუტის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთის კულტურული ინსტიტუტის გახსნა, კულტურის დარგში პოლონეთი გახდა ევროპაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც დაისახა მიზნად, საქართველო სრულყოფილად შეიყვანოს ევროპის კულტურულ სფეროში და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. რამდენიმე წელია ქუთაისში გაიხსნა ინტერდისციპლინარული ცენტრი, რომელიც არქეოლოგიისა და სხვა მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. მე, როგორც მომავალი პრეზიდენტი, ვფიქრობ, ამ დარგს საქართველოსთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს და ეს თანამშრომლობა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.