გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარიამ ლაშხი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის, რაც ნაცისტებს გაქვთ!

16-11-2024

დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის რაც ნაცისტებს გაქვთ! მთელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შავ ლაქად აზის ქვეყანას! - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ლაშხი, ცესკო-ს სხდომაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის მიერ ცესკოს თავმჯდომარისთვის, გიორგი კალანდარიშვილისთვის საღებავის შესხმას.


მისივე თქმით, ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ კირთაძეს ამ საქციელს უწონებენ. მანვე აღნიშნა, რომ დავით კირთაძეს და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ მათ ქმედებებზე.


„დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის რაც ნაცისტებს გაქვთ!
მთელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შავ ლაქად აზის ქვეყანას!


ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის მარჯვენას ვინც უქებთ!!!


მაგ მენტალიტეტით, მაგ ბოროტებით და არაადამიანურობით ვერსად თავს ვერ დაიმკვიდრებთ!


რაც შეეხება ამის ჩამდენებს, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არაა!


შემსრულებელ დავით კირთაძე და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ!" - წერს მარიამ ლაშხი.