გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

6-11-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.მ-ს, 600 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, არადეკლარირებული სიგარეტი გუშინ აღმოაჩინეს.


„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


ipn.ge