გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის საქართველოს მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა და ამოცანა

18-11-2024

ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის საქართველოს მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა და ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც განხილული იყო სამთავრობო პროგრამით განსახორციელებელი პროექტების დეტალები.


„განვიხილეთ კონკრეტული მეგაპროექტების დეტალები, რომლებიც არის დაანონსებული და უნდა განხორციელდეს შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე ვმუშაობთ ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროექტებზე. მთელ რიგ შემთხვევებში საქმე უკვე ბოლომდე არის მიყვანილი და ძალიან მალე ანონსიც გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.