გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

19-11-2024

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.


„სოფელ დიდნეძში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 2,6 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.


სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთრი ძალებით ახორციელებს თვის ბოლოს დასრულდება” –აცხადებენ საქართველოს მელიორაციაში.