გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ალექსანდრე წულაძემ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

19-11-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სსიპ სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ კვლევით დაწესებულებებში მიმდინარე კვლევებზე და მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.


მხარეებმა სამეცნიერო-კვლევით სფეროში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელეს და მათი დაძლევის კუთხით სამომავლო გეგმები განიხილეს.


შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა რიგი საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით სამომავლო შეხვედრები დაგეგმეს.


სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა, სსიპ სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელებმა და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეებმა.