გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მამუკა მდინარაძე: ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“ და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს! ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!

20-11-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ ოპოზიციის აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და უმძიმეს შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მდინარაძე სოლიდარობას უცხადებს „იმედს“ და ჟურნალისტ მეგი ნარსავიძეს, ასევე აღნიშნავს, რომ საინტერესოა, თუ ვინ დაგმობს ოპოზიციის აქტივისტების ამ ფაშისტურ თავდასხმას.


„ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“ და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს!
ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!..“ - წერს მამუკა მდინარაძე.


ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს წყალი შეასხეს.