გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი და  საქართველოსთვის დამაზიანებელია

6-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ტურისტებთან დაკავშირებით, პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი და ქვეყნისთვის დამაზიანებელია.


„სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ მოვისმინე, ეს არის აბსოლუტურად შეუფერებელი, როგორც პოლიტიკოსისთვის, ასევე ზოგადად საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადება. თუმცა არ გაკვირვებია არავის და პირველად არ ხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს.


სამწუხაროა, რომ  ის საკუთარი ობიექტური პოლიტიკური ინტერესის გამო აზიანებს იმ საერთო სიკეთეს, რაც არის საქართველოში - ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის იდეა და რაც არის ჩვენი ქვეყნის კულტურის გამორჩეული ნაწილი.  მე მინდა თქვენ მოგცეთ ერთი პირობა, ამ ქვეყანას ყავს და მომავალშიც ეყოლება ღირსეული მასპინძლები და ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერი საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს, რაც არ უნდა ასეთი შეურაცხმყოფელი და უადგილო განცხადებები გააკეთოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.