გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დაჩი ბერაია: მიხეილ ყაველაშვილი უცხო ძალების გავლენის ქვეშ არასდროს მოექცევა და საქართველოს ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს არასდროს დააყენებს

27-11-2024

„მიხეილ ყაველაშვილი, პირველ რიგში, ქართული ინტერესების გამტარი პრეზიდენტი იქნება, რომელიც იმ ნაბიჯებს გადადგამს, რაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, წინსვლასა და სუვერენიტეტის გაძლიერებას მოხმარდება“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ განაცხადა მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შეფასებისას.


მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის საქართველოს ინტერესებს დაიცავს.


„დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილი უცხო ძალების გავლენის ქვეშ არასდროს მოექცევა და საქართველოს ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს არასდროს დააყენებს“, - აღნიშნა დაჩი ბერაიამ.