| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
28-11-2024
Fashpack-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა. 2025 წელს დაჯავშნილი 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორის საქართველო, შრი-ლანკა, იაპონია, ფინეთი, ბორნეოს კუნძული, ტაილანდი, ფილიპინები, კოსტა-რიკა, ახალი ზელანდია და გვატემალაა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Flashpack-ის პლატფორმა დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, პლატფორმა სოლო მოგზაურთა ტურებისა და მოგზაურობის დასაგეგმად შეიქმნა.
პლატფორმაზე 40-ზე მეტი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ტურების დაჯავშნა. პლატფორმაზე თითოეული ქვეყნის საინტერესო ტურისტული ადგილების, ტურისტული აქტივობების, ადგილობრივი სამზარეულოს შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.