გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ერთმანეთს სანქტ-პეტერბურგში შეხვდნენ, სადაც მოლდოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს

28-11-2024

მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა, ვიქტორ პარლიკოვმა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა მოლდოვასთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდავური მედია ავრცელებს.


სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მოლდოვაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების ორგანიზების ვარიანტების განხილვას, ასევე „გაზპრომის“ მიმართ სს „მოლდოვაგაზის“ დავალიანების გადაწყვეტის გზებს.


„გაზპრომმა“ არ დააკონკრეტა, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები იმაზე, თუ როგორ გააგრძელონ რუსული გაზის მიწოდება მოლდოვაში, თუ უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყდება 2025 წლის 1-ელ იანვარს.