გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კობა დავითაშვილი ხელისუფლებას: გაწმინდეთ სახელმწიფო უწყებები სააკაშვილის ჯალათებისგან!

7-11-2018

პარლამენტის ექსდეპუტატის, კობა დავითაშვილის განცხადებით, პარადოქსია, რომ პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, წინა ხელისუფლების დროინდელი პროკურორის - მირზა სუბელიანის დანაშაულებრივი ქმედებების გამო დღევანდელი ხელისუფლების გადადგომას ითხოვს.


დავითაშვილი მმართველ პარტიისგან ყველა სახელმწიფო უწყებიდან სააკაშვილის „ჯალათებისგან“ გაწმენდას ითხოვს.


„ნაცმოძრაობა“ საკუთარი პროკურორის დანაშაულებრივი საქმიანობის გამო ამ ხელისუფლების გადადგომას ითხოვს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ამიტომ, ჩვენი თხოვნა კი არ არის, მოთხოვნაა ხელისუფლების მიმართ, დაუყოვნებლივ დაიწყოს ის პროცესი, რომელიც გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის მერე დაიწყო - დენაციფიკაციის პროცესი. ყველა სახელმწიფო დაწესებულება, პირველ რიგში სასამართლო, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო უწყება გაიწმინდოს სააკაშვილის ჯალათებისგან და შეწყდეს მათთან თანამშრომლობა,“ -განაცხადა კობა დავითაშვილმა.