გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში მილიონ მოქალაქეს უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი და დამატებით დარჩენილ ნახევარ მილიონ მოქალაქესაც დაურეგისტრირდება უკვე აზომილი მიწის ნაკვეთები

28-11-2024

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მილიონ მოქალაქეს უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთი.


„მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი აიზომა და მილიონ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეს ამ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, უკვე დაურეგისტრირდა მიწის ნაკვეთები, ეს პროგრამა გაგრძელდება მომდევნო წელსაც, ამისათვის უკვე ასახულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი თანხა. დამატებით დარჩენილ ნახევარ მილიონ მოქალაქესაც დაურეგისტრირდება უკვე აზომილი მიწის ნაკვეთები. ამით დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.