გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

მაკა ბოჭორიშვილი: ჩემთვის იყო პატივი და პრივილეგია წარმომედგინა საქართველოს პარლამენტისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები

28-11-2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თანამდებობაზე მის წარდგენას და პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობას სოციალური ქსელ X-ში ეხმიანება.


ის აღნიშნავს, რომ მისთვის არის პატივი და პრივილეგია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.


„ჩემთვის იყო პატივი და პრივილეგია წარმომედგინა საქართველოს პარლამენტისთვის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის ფარგლებში“, - დაწერა ბოჭორიშვილმა.


საქართველოს პარლამენტმა დღეს პლენარულ სხდომაზე 84 ხმით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.