გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე: თეა ახვლედიანი იყო გამორჩეული პროფესიონალურად იმ საქმის განხორციელებით, რაც დაკავშირებულია მის ფუნქციებთან და დარწმუნებული ვარ, შემდეგი 4 წელიც მის საქმიანობაში იქნება ძალიან წარმატებული

28-11-2024

თეა ახვლედიანი იყო გამორჩეული პროფესიონალურად იმ საქმის განხორციელებით, რაც დაკავშირებულია მის ფუნქციებთან და დარწმუნებული ვარ, შემდეგი 4 წელიც მის საქმიანობაში იქნება ძალიან წარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, თეა ახვლედიანი ასევე სტაჟიანი წევრია სამთავრობო გუნდში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებას ხელმძღვანელობს.


„მისი საქმიანობის თითოეული დღე იყო გამორჩეული პროფესიონალიზმით, პროფესიონალურად იმ საქმის განხორციელებით, რაც დაკავშირებულია მის ფუნქციებთან და დარწმუნებული ვარ, შემდეგი 4 წელიც მის საქმიანობაში იქნება ძალიან წარმატებული", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.