გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: ალექსანდრე წულაძემ ძალიან კარგად იცის სისტემა, შესაბამისად, საუკეთესოდ უზრუნველყოფს იმ ამოცანების შესრულებას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან

28-11-2024

ალექსანდრე წულაძემ ძალიან კარგად იცის სისტემა, დარგი და შესაბამისად, საუკეთესოდ უზრუნველყოფს იმ ამოცანების შესრულებას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ალექსანდრე წულაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის რანგში რამდენიმე კვირის წინ შეუდგა მოვალეობის შესრულებას, თუმცა მისთვის ახალი არ იყო განათლების სამინისტრო.


„უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, სხვადასხვა თანამდებობას განათლების სამინისტროში. მან

ძალიან კარგად იცის სისტემა, დარგი და შესაბამისად, საუკეთესოდ უზრუნველყოფს იმ ამოცანების შესრულებას, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებასთან", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.