გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“

29-11-2024

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდის „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება.


„ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველო წყვეტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით". სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.