გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტომობილი დაიწვა ​

8-11-2018

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 


ცეცხლი მეხანძრეებმა ჩააქრეს, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. 


არსებული ინფორმაციით ავტომობილის ძრავას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. მძღოლმა დასახმარებლად შესაბამისს სამსახურებს მიმართა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება. 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


ამ წუთებში სახანძრო სამსახურის თანამშრომლები საავტომობილო გზას აწესრიგებენ. დამწვარი ავტომობილი ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს. 

ajaratv.ge