გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმის საზღვაო აკადემიაში ათასწლეულის განვითარების ფონდის საგრანტო პროექტი დასრულდა

8-11-2018

ბათუმის საზღვაო აკადემიაში ათასწლეულის განვითარების ფონდის საგრანტო პროექტი დასრულდა, რომლის ფარგლებში საზღვაო სასწავლებელმა 1.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.


როგორც აკადემიაში აცხადებენ, გრანტი პროფესიული მომზადების მიმართულებას მოხმარდა. საზღვარგარეთ გადამზადდა 50 სპეციალისტი, 600 ათასი აშშ დოლარი კი, პროფესიული მომზადების ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობისთვის დაიხარჯა.


საგრანტო პროექტი დღეს ბიზნესკონფერენციაზე შეაჯამეს, რომლის მიზანია საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის შესაძლებლობების, სამომავლო გეგმებისა და განხორციელებული ღონისძიებების საზოგადოებისთვის გაცნობა.


კონფერენციას ეკონომიკის სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.


1tv.ge