გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხაშურში, მდინარე შოლას არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

8-11-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქალაქ ხაშურში,  მდინარე შოლას არხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს. 


ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან  ღია და დახურული კოლექტორების   1800 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, ოთარ შამუგია და შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი ხაშურში  მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

 

გაწმენდითი სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებელ გადინებას უზრუნველყოფს, რაც უხვი ნალექის დროს ქალაქ ხაშურსა და ცენტრალურ მაგისტრალს დატბორვისგან დაიცავს.