გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბექა ნაცვლიშვილი: შემოთავაზებები 400 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით არის სასაცილო

8-11-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, 400 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით შემოთავაზებები პოპულიზმზეა დაფუძნებული და სასაცილოა.

 

„რაც ოპოზიციას აქვს შემოთავაზებული, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ეს არის სრული აბსურდი, ეს არის პოპულიზმზე დაფუძნებული. ესე იგი, შემოთავაზებები 400 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით არის სასაცილო, იმიტომ, რომ მათ ჯერაც ველოდებით, როგორ ან რა სახით აპირებენ ამ 400 ლარამდე საპენსიო, პენსიის გაზრდას, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც მათი მიმართულებით დაისვა საჯაროდ, მათ ვერც ერთხელ ვერ გასცეს ამას პასუხი, იმიტომ რომ ეს არის წმინდა პოპულიზმი,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.