გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვახსოვს თავს მოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა - რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს

2-12-2024

არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა. რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით და ამ ფორმატისთვის მზაობა არსებობს.


„არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ გვახსოვს თავსმოხვეული მოლაპარაკებები 2021 წლიდან, შემდეგ გვაიძულეს, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა. რა თქმა უნდა, დღეს ამის არანაირი რესურსი ოპოზიციას აღარ აქვს. საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ღიაა ჩვენი შეთავაზება. როგორც დავინახეთ, არის კონკრეტული ადამიანების მხრიდან ინტერესი და ამ დღეებში მზად ვართ, რომ საჯარო დისკუსიის ფორმატში დავსხდეთ მათთან ერთად, მაგრამ არავითარი მოლაპარაკებებისთვის რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი არ არსებობს", - განაცხადა პრემიერმა.