გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჭიათურაში მღვიმე აღმოაჩინეს

7-11-2017

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ პერევის აღმოსავლეთ საზღვარზე, პროექტ "გაიცანი ჭიათურას" საექსპედიციო ჯგუფმა ახალ კარსტულ მღვიმეს მიაკვლია.
"ჯგუფის წევრებმა დეტალურად გამოიკითხეს ადგილობრივი მოსახლეობა, დაამუშავეს აქამდე არსებული ლიტერატურული და სამეცნიერო წყაროები, არსად ამ მღვიმის შესახებ ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული. მღვიმე დაახლოებით 100 მეტრამდე სიგრძისაა და ძნელად მისასვლელ კლდის ფერდობზე მდებარეობს. ობიექტი მდიდარია ნაღვენთი ფორმებით. მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება ადგილზე სპეციალისტების ჩასვლა და მღვიმის საფუძვლიანი შესწავლა", - განაცხადა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, გეოგრაფიის დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა.
მისივე თქმით, ახალაღმოჩენილი მღვიმისათვის სახელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.
წყარო: newpress