გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი: „ნაცები“, „ლელო“ და „გახარია“ აღარ არიან ოპოზიცია - ისინი არიან დამნაშავე ძალები და მოვიდა დრო პასუხი აგონ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებმა

4-12-2024

„ქართული ოპოზიცია გასცდა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებს და ის რასაც ისინი განსაკუთრებით ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ არის ღიად ხელმოწერა იმაზე, რომ ისინი წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს და გლობალური ომის პარტიის ცვილის ფიგურები არიან“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მეგრელიშვილი რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციამ ხელი მოაწერა სამოქალაქო ომს თბილისის ქუჩებში, მაგრამ საბედნიეროდ მათი ეს ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოვა, რადგან ხალხის დიდი ნაწილი ბრძენია, სახელმწიფო ინსტიტუტები მყარია და ქართული სახელმწიფო წარსულში ვეღარ დაბრუნდება, მით უფრო სამოქალაქო დაპირისპირების დიდ ტრაგედიაში.


„ქართული ოპოზიცია გასცდა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებს და ის, რასაც ისინი განსაკუთრებით ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ არის ღიად ხელმოწერა იმაზე, რომ ისინი წარმოადგენენ ანტისახელმწიფოებრივ ძალებს და გლობალური ომის პარტიის ცვილის ფიგურები არიან. პოლიტიკური თამაშის წესებზე უარით და ქუჩის პროცესებში გადამზადებული ჯგუფების ჩართვით ოპოზიციამ ხელი მოაწერა სამოქალაქო ომს თბილისის ქუჩებში, მაგრამ საბედნიეროდ მათი ეს ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოვა, რადგან ხალხის დიდი ნაწილი ბრძენია, სახელმწიფო ინსტიტუტები მყარია და ქართული სახელმწიფო წარსულში ვეღარ დაბრუნდება, მით უფრო სამოქალაქო დაპირისპირების დიდ ტრაგედიაში. გვარამია-მელია, „ნაცები“, „ლელო“ და „გახარია“ აღარ არიან ოპოზიცია ისინი არიან დამნაშავე ძალები, პუტჩისტები და მოვიდა დრო პასუხი აგონ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეებმა. დააშავებენ, აგებენ პასუხს დანაშაულის პროპორციულად სრული სიმკაცრით!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.