გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს, გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება

4-12-2024

არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, არავითარი საფუძველი სპეკულაციებისთვის არ არსებობს.


„რეალურად, არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს. არის ეუთო/ოდირის დასკვნა, ყველას შეუძლია განიხილოს ეუთო/ოდირთან ეს დასკვნა. შესაბამისად, არავითარი საფუძველი სპეკულაციებისთვის არ არსებობს, თუმცა გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.