გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს

6-12-2024

მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, თითოეულ პოლიციელს. სწორედ, მათი დამსახურებაა ის, რომ სახელმწიფომ პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა „მაიდნის" მორიგ მცდელობას, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია.


„როგორც მოგეხსენებათ, თავიდან იყო ძალის გადამეტების რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია. სწორედ, ამ ჯანსაღმა რეაქციამაც მოგვცა ჩვენ ასეთ ინციდენტებზე სწორად რეაგირების საშუალება და რაც მთავარია ასეთი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციის საშუალება. მადლობა საზოგადოების თითოეულ წევრს მათი ჯანსაღი რეაქციისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.