გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნინო წილოსანი: ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება სურს. იმედი მაქვს, დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა

8-12-2024

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მისი განცხადებით, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ვითარების ძალადობის პროვოცირება აწყობს.


„ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია… ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს, ვის წისქვილზეც ეს ქმედება ასხამს წყალს…


იმედი მაქვს გამოძიება დროულად გაგვიზიარებს ინფორმაციას ამ ძალადობის ფაქტზე და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა" - წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.