გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბათუმში, ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

9-11-2018

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე ქალი დაშავდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.


სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


1tv.ge