გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, ამისთვის მადლობას ვუხდი და მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით

8-12-2024

გუშინდელ ძალადობაზე საზოგადოებას ჰქონდა ძალიან სწორი და ჯანსაღი რეაქცია, მინდა, ამისთვის საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობის დაგმობა უნდა მოხდეს ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა.


„საზოგადოებას ჰქონდა ძალიან ჯანსაღი და სწორი რეაქცია ამ ძალადობასთან დაკავშირებით რაც გუშინ ვიხელეთ და მინდა, საზოგადოების თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ ჯანსაღი რეაქციისთვის. აქვე მინდა, ყველას მოვუწოდო, ძალადობა დაგმონ ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.