გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლევან იოსელიანი: აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ

9-12-2024

აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ, - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.


„არასოდეს დამიმალავს და არც ახლა დავმალავ იმას, რომ აბსოლუტურად მიუღებელია აქციის მონაწილეების იმ მცირე ჯგუფის მოქმედებები, რასაც ისინი ახორციელებენ პოლიციელების მიმართ. როდესაც პოლიციელებს ესვრიან ჯოხებს, პიროტექნიკას ან ნებისმიერ რამეს. ამას გამართლება არ აქვს, ორი აზრი არ არის“, - აღნიშნა იოსელიანმა.


მისივე თქმით, ის 300-ზე მეტ დაკავებულს შეხვდა.


„300-ზე მეტ დაკავებულს შევხვდი პირისპირ და მათი ძალიან დიდი უმრავლესობა, 200-ზე მეტი აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას, არასათანადო მოპყრობას და ა.შ.“, - განაცხადა იოსელიანმა.