გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე: არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, ეს ხომ არასერიოზულია?!

10-12-2024

„პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საინტერესო იქნება სალომე ზურაბიშვილი, სკამს რომ ჩაებღაუჭება - არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, ეს ხომ არასერიოზულია?!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


„პრეზიდენტის არჩევის ახალი წესია, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტს აირჩევენ დელეგატები. შემადგენლობა შედგება პარლამენტის წევრებისგან, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების წარმომადგენლებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისგან. ამის შემდეგ ის დაელოდება ინაუგურაციის და შემდეგ ის იქნება უფლებამოსილი შეუდგეს პრეზიდენტის საქმიანობას. მერე იქნება საინტერესო სანახავი სალომე ზურაბიშვილი, სკამს რომ ჩაებღაუჭება. არ მივდივარო იძახის ეს ადამიანი, ეს არასერიოზულია, არ გავალ სასახლიდანო, ფეხებს ხომ არ გააფიჩინებს?!“, - აცხადებს მდინარაძე.