გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორს ათანასიოს ორფანიდისს შეხვდა

12-12-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) პროფესორთან, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან ათანასიოს ორფანიდისთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიასა და მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ ისაუბრა.


თავის მხრივ, ათანასიოს ორფანიდისმა მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება.


MIT-ის პროფესორმა ნათია თურნავას სხვადასხვა ქვეყნის მაგალითების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კუთხით სებ-ის სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარა.


ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი შალვა მხატრიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.