გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სალომე ზურაბიშვილი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

10-11-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო.


მისი თქმით, პარასპორტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხმარება.


"მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ტარდება ასეთი საერთაშორისო შეჯიბრი, სადაც ძალიან ბევრი წარმომადგენელია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პარასპორტი, რაც მაგალითია, ყველა იმ ადამიანისთვის, შშმ პირებისთვის, რომლებიცცხოვრებას უყურებენ იმედიანად, როცა ხედავენ მათ წარმატებას. ეს არის გზა, შესაძლებლობა იმის, რომ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები გახდნენ. სპორტის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების, მომხრე ვარ და მომავალშიც ვიქნები, როგორცპრეზიდენტი, მხარს დავუჭერ ყველა კუთხით და ყველა ფორმით, რასაც შევძლებ და გარკვეულწილად პარასპორტის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა,რომ ამ ქვეყანაში შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია მოვახდინოთ, რაცდღემდე არ არის",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.