გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე: პროვოკაციები არასდროს არის გამორიცხული, შესაბამისად ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად

14-12-2024

პროვოკაციები არასდროს არის გამორიცხული, შესაბამისად ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც არსებობს თეორიული, თუ პრაქტიკული რისკები, სახელმწიფო ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წინასწარ გააფრთხილოს საზოგადოება.


„ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული განცხადებების გაკეთებაც, როდესაც არსებობს თეორიული, თუ პრაქტიკული რისკები, ჩვენ ამის თაობაზე წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ ხოლმე საზოგადოება და ამას ემსახურებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებაც,"- განაცხადა პრემიერმა.